16:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 23:05:05, 686 ნახვა

თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში საბავშვო ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი) საბავშვო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში  წარმოდგენილი იყო საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართა საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; ასევე, ფუნქციონირებდა ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, გულსაბნევების დასამზადებელი  სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართა საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფის შოუ, კარნავალი და ა.შ.

საბავშვო ღონისძიებები გაიმართა თბილისის სხვადასხვა რაიონებშიც. ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობებმა.

ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები, რომელსაც ბავშვებთან და მშობლებთან ერთად რაიონების გამგებლები, ასევე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics