10:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 18:42:51, 957 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ოპოზიციურ სპექტრთან. 

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში, ყოველდღე ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები ყველა ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა, ომში მყოფ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics