10:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 22:03:30, 1079 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი ზურაბიშვილზე - რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა

ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლისას რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც  აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რეფორმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ ცოტათი უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„როდესაც მე ვუსმენ ექსპერტებს და „ენჯეოებს“ საქართველოდან, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებას დაბალ რეიტინგს აძლევენ, ამას ყოველთვის ვამოწმებ ექსპერტებისა და მთავრობის ანგარიშებში. მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ახლა იმითაა დაკავებული, რაც საჭიროა. დრო ცოტაა და მეტი ისტორიული შანსი არ იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობის მეთაურმა კომენტარი უნდა აკეთოს უკრაინის სწრაფვაზე ნატო-სკენ, როგორც მიზეზზე, რადგან ეს ისტორიის სრულიად არასწორი მხარეა. მოდი, კონცენტრირდით საკუთარ საშინაო დავალებაზე – ესაა ჩემი რჩევა“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics