|
2023-05-31 20:13:09, 995 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიზანად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, სამრეწველო ემისიების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას. კანონპროექტი ითვალისწინებს სამრეწველო საწარმოებისთვის მთელი რიგი ახალი ვალდებულებების 2026 წლიდან ეტაპობრივად დაწესებას. სამრეწველო საწარმოები ვალდებული იქნებიან, საწარმოო პროცესში დანერგონ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემას, სადაც ინტეგრირებული იქნება სხვა გარემოსდაცვითი ნებართვები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის, ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემას. აღნიშნული სრულად თანხვედრაშია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივა არეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა გარემოსადმი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობები. ახალი კანონის პროექტის გათვალისწინებით, საწარმოებისთვის განისაზღვრება ისეთი გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს საწარმომ. ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციები კომპლექსურია, მათი ამოქმედებისათვის განსაზღვრულია გონივრული ვადები. კერძოდ, 2026 წლიდან ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც გადაწყვეტს კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყოს საქმიანობა, ხოლო 2029 წლიდან, ეტაპობრივად, ახალი ვალდებულებები დაეკისრება ქვეყანაში უკვე არსებულ მოქმედ საწარმოებს.
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)