00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 18:30:21, 950 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მინდა მთავრობას მივმართო, არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რაც საჭიროდ მიმაჩნია

მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში თქვა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს.

მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია.

ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რამე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. შეიძლება ჩემი ვეტო უმრავლესობის ამჟამინდელი წევრების მიერ უგულებელყოფილი იყოს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს დამიჭერენ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics