00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 18:10:14, 960 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთის აგრესიის მიზეზი არა EU-სა და NATO-ს გაფართოება, არამედ მისი იმპერიალისტური ბუნებაა

ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება არ არის მიზეზი რუსეთის აგრესიისა, ეს არის რუსეთის საკუთარი იმპერიალისტური ბუნება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინაში როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით უკვე დამარცხდა.

"რუსეთი კარგავს თავის სტრატეგიული უპირატესობის შეგრძნებას. მისი დაყოფის პოლიტიკა ძალას კარგავს... დღეს მსოფლიო გაყოფილია მათ შორის, ვინც ვერ ბედავს, რომ წრმოიდგინოს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ახალი მსოფლიო იქმნება",- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics