01:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 16:28:10, 728 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერის განცხადებები გაჯერებული იყო ეროვნული ინტერესებით

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან  დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics