01:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:42:54, 681 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი გზა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

„საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავასრულეთ - მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დავიწყეთ, თუმცა სამუშაოების დროს, გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რამაც დასრულების ვადის გახანგრძლივება გამოიწვია. წარმოიშვა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, სადაც შესაბამისი პროექტები განვახორციელეთ. ჩართული გვყავდა ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით, უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად, დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. ხვალიდან შესაძლებლობა გვექნება, გზის აღნიშნული მონაკვეთი გავხსნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.

„პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. პარალელურად, გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბეტონის საფარისაა და ერთი მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics