11:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 13:36:37, 791 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილი - ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა - მოსკოვი არა

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო საუკეთესო, რაც მოგვისმენია ქართველი ლიდერებისგან,- ასე ეხმაურება სახელმწიფო უსასფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ლილუაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურის გამოსვლით "გავიგეთ ის, რომ პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ".

"გავიგეთ ის, რომ ჯერ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ სხვა ქვეყნებზე... არ უწოდებიათ რუსეთის რუპორი [ღარიბაშვილისთვის]. პოლიტიკოსები ჩვენთანაც ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ნაწილი მისაღებია. საქართველოს მოსახლეობა რას ფიქრობს, ეს არის ჩვვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობა - მოსკოვი არა",- თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუციის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის განცხადებებს არაერთი პარტნიორის მწვავე შეფასება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics