|
2023-05-31 13:07:32, 1337 ნახვა
რეგიონი
უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ
აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას ჟურნალისტები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბუნებას გაეცნენ. „უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენები 21 მაისიდან განაახლა და კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების მოწვევას წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე ბათუმს უკვე სტუმრობდა ყაზახი, არაბი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, სერბი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. უზბეკი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით სტუმრობდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)