|
2023-05-31 11:19:15, 1305 ნახვა
საზოგადოება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისში რიუიჩი საკამოტოს მუსიკალური ნაწარმოებები Kordz-ის შესრულებით აჟღერდება
SOLO-ს მხარდაჭერით, 19 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში ცნობილი იაპონელი კომპოზიტორის, რიუიჩი საკამოტოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებები ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, არანჟირებით აჟღერდება. ღონისძიების გენერალური სპონსორია SOLO. აღსანიშნავია, რომ კონცერტი ჰოლანდიურ ანსამბლ Asko|Schönberg-თან ერთად 2021 წლის Holland Festival-ისთვის მომზადდა მაესტრო საკამოტოსთან თანამშრომლობით. თუმცა, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ახალი ნაწარმოები ნიკოლოზ რაჭველის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ალექსანდრე კორძაიას არანჟირებით შესრულდება. დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილების მისაღებად, SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO-ს ან „საქართველოს ბანკის“ VISA ბარათით გადახდისას წინასწარ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბილეთები, დაესწრონ კონცერტს და გახდნენ მსოფლიოში აღიარებული იაპონელი კომპოზიტორის მუსიკალური სამყაროს ნაწილი. კონცერტის ვიზუალურ მხარეზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი იმუშავებს, რომელსაც ეკუთვნის 2021 წლის კონცერტის ვიზუალური გაფორმებაც. „SOLO აქტიურად აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას, რათა SOLO მომხმარებლისთვის შექმნას დასამახსოვრებელი, გამორჩეული და უნიკალური გამოცდილება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი, რომელიც რიუიჩი საკამოტოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებების თბილისში გაცოცხლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში. ინფორმაციისთვის, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენას წინასწარ, შეზღუდული დროით, მხოლოდ 31 მაისამდე შეძლებენ. SOLO მომხმარებლებისთვის კი სპეციალური შეთავაზება - ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება ბილეთების გაყიდვის პერიოდში სულ იმოქმედებს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)