01:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 10:10:18, 923 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი პაპუაშვილს - პრემიერის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა - ისინი ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

ლექსმანის თქმით, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს.

"პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს. 

რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში",- წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

პრემიერის ამ განცხადებას გამოუხმარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა მცდარი, ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

ამასთან, შაპაპუაშვილმა დასავლეთი გააკრიტიკა და დასძინა, რომ "საქართველოს აქვთ უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო მოპყრობა ჰქონდათ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics