|
2023-05-30 14:12:56, 633 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა, ამას არ ფიქრობს არც ღარიბაშვილი, არც კობახიძე, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე
დასავლელი ლიდერები ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა. დასავლელი ლიდერების არაერთი განცხადებაა. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებული განცხადებების შეფასებას შეეხებოდა. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიცია კონსტიტუციაში წერია. „დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოს-კენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. [ნატო-ში გაწევრიანებაზე] ჩვენი პოზიცია წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩემი ხელით დავწერე ეს პუნქტი. რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)