|
2023-05-29 14:38:14, 1128 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, განკარგულება კი შესაბამის პორტალზე გამოქვეყნდა. მედიის ცნობით, აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მედიის ცნობითვე, მაისის შუა რიცხვებში სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო აღმშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ადგენს არჩევნების ჩატარების პროცედურას საომარი მდგომარეობის პირობებში. "მანამდე კანონმდებლობით დადგენილი იყო, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ იმართებოდა რეფერენდუმი და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. ახალი წესები განმარტავს, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არჩევნების ან რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რუსეთის ფედერაციის ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და FSB-სთან კონსულტაციების შემდეგ. ასეთ ვითარებაში არჩევნები და რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს მთელ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა შემოღებული',- წერს მედია. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)