03:20 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 12:20:33, 844 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური ALDE-ს რეზოლუციაზე - არ გავცნობივარ, სადაც სიცრუეა, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს

ALDE-ს განცხადებას არ გავცნობივარ და ვფიქრობ, არცაა საინტერესო. სადაც სიცრუეა, ბუნებრივია, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ALDE-ს რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ობიექტურ რეალობასთან, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესთან.

"ALDE-ს განცხადებას არ გავცნობივარ და ვფიქრობ, არცაა საინტერესო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ბუნებრივია, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს არც ობიექტურ რეალობასთან, არც საქართველოს ინტერესთან, არც ქართველი ხალხის ინტერესთან.

ALDE-ს განცხადება არის ხაბეიშვილის მიერ არ ვიცი, ქართულად თუ "ქურქუმალვაითურათ" დაწერილი რაღაც ტექსტი, რომელსაც ცდილობს, რომ ALDE-დ... გინდა ALDE-ს ხელმოწერა ახლდეს, ან ბეჭედი ჰქონდეს დასმული ან ნებისმიერი  სხვა, სადაც არის აცდენილი რეალობა, სადაც სიცრუეა, ბუნებრივია, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს",- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია წარადგინა, რომელსაც "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) მხარი დაუჭირა.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს რუსეთთან „ფლირტი“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics