04:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 14:08:03, 775 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობასა და პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის გამოყოფილი ადგილი არ შეესაბამებოდა პრტოკოლით გათვალისწინებულ სტანდარტს, ამასთან ერთად ზურაბიშვილი შეეხო 26 მაისს, თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და განმარტა, რომ პროტოკოლი იქაც დაირღვა და განაცხადა, რომ "არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს". 

პრეზიდენტის განცხადებებს პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics