|
2023-05-27 12:57:36, 806 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში რუსული გავლენების კომისიის შექმნის გადაწყვეტილების გამო დონალდ ტუსკმა მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა
პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყანაში რუსული გავლენის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას პროკურორისა და მოსამართლის უფლებამოსილებები ექნება. მას შეეძლება ჯარიმების დაწესება, მათ შორის პოლონეთის ბიუჯეტის კონტროლთან დაკავშირებული საჯარო თანამდებობების დაკავების ათწლიანი აკრძალვა. კომისიის შექმნას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 219-მა, კიდევ ერთმა თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც 2020 წელს ხელახლა აირჩიეს კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან. ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა ის ამას, წერს Associated Press. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მიმართულია ოპოზიციის წინააღმდეგ სეიმის შემოდგომის არჩევნების წინააღმდეგ. ამჟამინდელი მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს 2007-2014 წლებში და ახლა ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმის ლიდერს ადანაშაულებს „რუსეთის მიმართ ზედმეტად მეგობრულ დამოკიდებულებაში“ და მისთვის სასარგებლო გაზის კონტრაქტების გაფორმებაში. ტუსკმა მათ, ვინც კომისიის შექმნას მისცა ხმა, მშიშრები უწოდა, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით არღვევდნენ დემოკრატიულ პრინციპებს. მან პოლონელებს მოუწოდა შეუერთდნენ 4 ივნისს პროდემოკრატიულ მარშებს. ექსპერტები შიშობენ, რომ კომისია შეძლებს დაისაჯოს „ვინც აკრიტიკებს არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წესრიგს“, ვინაიდან „რუსული გავლენის“ განმარტება ძალიან ბუნდოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)