04:11 - 09 May, 2026
|
2023-05-27 12:25:26, 795 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ორი დღეა ხელისუფლებას გვაკრიტიკებს, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი
ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქათველოში არის დემოკრატია და მოქალაქეებს სრული თავისუფლება აქვთ. "დღეს გვაქვს დემოკრატია, მეგობრებო - აი, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, დადასტურება. ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული თავისუფლება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)