20:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 18:48:35, 1059 ნახვა

საზოგადოება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლის ვეტერანებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი.

ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის წინ ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.
ქალაქში, დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics