|
2023-05-26 14:32:34, 838 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებს. „ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; მოწყობილია ე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც პროფესიული დეგუსტაცია ტარდება; წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, გურიის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება; ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო კონცერტები. ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოიერვერკით“ დასრულდება. გურიის რეგიონი კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ღვინოებით არის ცნობილი. გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა. რეგიონის ისტორიული ჯიშებიდან ასევე, აღსანიშნავია: ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა, თუმცა დღეს გურიაში ყველაზე გავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)