|
2023-05-26 12:10:30, 843 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური წრის წევრები გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შემოსულიყვნენ
ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება. "ყველას კარგად გვესმის, ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებით უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა; ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როდესაც მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ, ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალციის საფრთხე - გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება, ოკუპაციის კანონისა და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოესსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)