04:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 15:40:21, 620 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, კითხვების დასმა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა.   

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას მისი მომავლისთვის დამაზიანებელი შეცდომების გამეორების უფლება არ აქვს და კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ  მხოლოდ პრობლემების კარგად გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს. 

„აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები. როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ კეთდებოდა ეს განცხადებები, რატომ არ იყო სანქციები? ხომ გამოვიარეთ ეს სირთულეები, რა მივიღეთ ამით? დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები, მათ სულებს ვენაცვალე. რა მივიღეთ? ეს ყველაზე დიდი უბედურება ხომ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ამიტომ ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ემოციებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხები და ისე გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics