05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 14:56:40, 601 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, თუმცა ამას არავის ვაყვედრით

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, -ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თავის დროზე, პარტიამ თავი შეიკავა იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ვინაიდან ეს პარტნიორებთან ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ აყენებდა.

"არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად ჩვენ საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვუფრთხილდებით მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი.

თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics