05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 14:02:41, 607 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ქვეყნისა და ხალხის სიყვარული

ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილი მეცენტია, რომელმაც ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. არის ძალიან ბევრი პროექტი - შემიძლია ჩამოვთვალო ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული. იგივე ჩვენი კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც რა ვიცი ახლა, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც იყო ბიძინა ივანიშვილი, თავისუფლად შეეძლო, უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარ პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე; განიცდის, განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გადადგა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული",- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics