|
2023-05-25 12:06:40, 939 ნახვა
საზოგადოება
„მომავალი ჩვენია“ - „თიბისი“ ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს "თიბისი", ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, "თიბისიმ" კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ინსპირაციაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან. ვიდეოსთვის სპეციალურად ადაპტირდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელზეც პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა. „მომავალი ჩვენია“ - ამ სიტყვებით ულოცავს "თიბისი" საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ლექსის ადაპტირებული ვარიანტის მთავარი აქცენტებია, რომ მომავალი თითოეული ადამიანის ხელშია და მასზე ზრუნვა ახლა, აწმყოში იწყება. მომავალი არ არის პერსპექტივაში და არც კონკრეტულად რომელიმე თაობის განსახორციელებელი, არამედ მომავალზე, ყველამ ერთად, აწმყოში უნდა ვიზრუნოთ. „თიბისის" გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩვენი ბრენდისთვის. "თიბისის" წლევანდელი კამპანიის გზავნილი ყველა თაობის ადამიანს ეკუთვნის, „მომავალი ჩვენია“ - ამ სიტყვებით გვინდა, ადამიანებს შთაგონება მივცეთ, რომ მომავალზე სწორედ ახლა, აწმყოში იფიქრონ",- აცხადებს მაკუნა თავბერიძე, "თიბისის" მარკეტინგის დირექტორი. კამპანიის ვიდეოს ნახვა თიბისის Facebook-ის გვერდზე შეგეძლებათ. "თიბისის" ფილიალებში მისულებს კი რიგის ნომრებზე ლექსის ამონარიდი და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დაგხვდებათ. საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს მასშტაბურად აღინიშნა და მას შემდეგ "თიბისი" ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით და პროექტებით ეხმაურება. მათ შორისაა, დამოუკიდებლობის სკოლა - ლექციების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფლებაზე; პროექტი „გმირები“, რომელიც ქართველი ეროვნული გმირების საკოლექციო ფიგურების გამოშვებას ითვალისწინებდა; კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ანიმაცია; რადიოსპექტაკლი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს მიეძღვნა და სხვ. თითოეული პროექტი ადამიანების ისტორიული როლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. გთავაზობთ წლევანდელი კამპანიისათვის ადაპტირებული ლექსის სრულ ვერსიას. ჩემო კარგო ქვეყანავ ჩემო კარგო ქვეყანავ თქვი, რაც გინდა გამოხატო რომ მეც შენი შვილი ვარ და შენ შენი გაქვს გასავლელი შენ ნიჭის და თავგანწირვის შენთან დღესაც უყურებენ მომავალი მაშინ მოჩანს ჩემო კარგო ქვეყანავ
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)