|
2023-05-24 15:00:41, 766 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - FH-ის ანგარიშში აღწერილია მძიმე რეალობა, რომლის ცვლილებაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლითაა შესაძლებელი
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია Freedom House-ის ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ის, რაც რეჟიმის პოლიტიკის შედეგად ქვეყნის შიგნით ხდება, ეტაპობრივად ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში აისახება. ბოკერიას აზრით, ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის" ცვლილებითაა შესაძლებელი. „ბუნებრივია, ეს აისახება ყველგან და პრობლემა ეს კი არ არის, პრობლემა არის ის, რომ ეს არის რეალობა და ამ რეალობის შეცვლა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით. ერთი მაგალითი არის 27-ში რა აქციაც არის გვარამიასთან დაკავშირებით. ქვეყანაში, სადაც ასეთი უტიფარი ბრალდებით მედია-მენეჯერი შეიძლება იჯდეს ციხეში, რადგან მისი კომპანიის მანქანა გამოიყენა, არსებულ ვითარებას ბევრი ანალიზი აღარ სჭირდება. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც ზოგჯერ უყვარს ისეთი სიტყვების თქმა, რომელიც ქართული ოცნებისგან განსხვავებით შეიცავს სწორ გზავნილებს - სიტყვები არ საჭიროა, საქმეა საჭირო, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მას აქვს და ქართული ოცნებას ვერ გააჩერებს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა შეწყალების სახით და გვარამიაზეც კი არ იყენებს ამას“, - თქვა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)