04:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 13:21:22, 1014 ნახვა

საზოგადოება
დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის - შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

ზაფხულის ცხელ დღეებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ახალი და მრავალფეროვანი შეთავაზებებით ხვდება. იაპონური ბრენდის ავტომობილების მფლობელები მაისსა და ივნისში გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე განსაკუთრებული ფასებით ისარგებლებენ.

  • 25, 26 და 27 მაისს 40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ძრავის ზეთსა და ფილტრზე.
  • 29  მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კი 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნაწილსა და მომსახურებაზე.

ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფით არ სრულდება. სწორედ ამიტომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 23 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით სამღებრო სათუნუქე მიმართულებით ნებისმიერ ნაწილზე, მომსახურებასა თუ აქსესუარზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ავტომობილის ვიზუალური დაზიანებისა და ნაკაწრებისგან დასაცავად კი  „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უმაღლესი ხარისხის ფირების გადაკვრასა და მინების დაბურვის სერვისზე სპეციალურ ფასსა და დამატებით 15 %-იან ქეშბექს გთავაზობთ.

შეთავაზებებით სარგებლობისას „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აქციები ივნისში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ავტომობილის შეძენის დროსაც იმოქმედებს.

მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ტოიოტასა და თიბისის ექსკლუზიური სალიზინგო პროდუქტით, ტოიოტა იზი ან ტოიოტა ფლექსით, მიიღებენ სპეციალურ ფასს შემდეგი მოდელების შეძენისას: Toyota C-HR, COROLLA, YARIS CROSS და CAMRY HYBRID.

სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს CARMRY HYBRID-ის ლიზინგის გარეშე შეძენის შემთხვევაშიც. ტოიოტას ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის შეძენისას, მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“  საჩუქრად 300 ლიტრ საწვავსა და პირველ გეგმურ მომსახურებას  მიიღებს. Toyota COROLLA-ს შეძენისას კი სასტუმრო „ახალი საირმის“ 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics