02:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 12:58:55, 1547 ნახვა

ეკონომიკა
შეიძინე ჩანთები ონლაინ

გამოცდილმა მოგზაურმა იცის, რომ ჩემოდანი მოგზაურობის აუცილებელი ატრიბუტია და მისი შერჩევისას ვიზუალური მხარე არცთუ ისე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ვოიაჟი, ან უბრალოდ ლაშქრობა მოხერხებული და გამძლე ჩანთის გარეშე წარმოუდგენელია. თუ კარგი ხარისხის პროდუქციას მისაღებ ფასად ეძებთ, ლილოშოპი სამგზავრო ჩანთების დიდ არჩევანს გთავაზობთ.

ვებგვერდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სხვადასხვა ტიპის ზურგჩანთებს და ჩემოდნებს მოიცავს, რომელთა ფასები 18-დან 145 ლარამდე მერყეობს. სხვადასხვა ფერისა და ზომის, სილიკონის, რიფსის და კარბონის სამგზავრო ჩემოდნები ყველა ტიპის გემოვნებაზეა მორგებული. რაც მთავარია ლილოშოპის პროდუქციაზე ყველაზე კონკურენტული ფასები მოქმედებს. 

როგორ შევარჩიოთ სამგზავრო ჩანთა სწორად?

სამგზავრო ჩანთის სწორად შესარჩევად თავდაპირველი აქცენტი გააკეთეთ ზომაზე. შეიძინეთ ისეთი ჩემოდანი, რომლის გადაადგილებას და ბარგის მოთავსებას სხვების დაუხმარებლად შეძლებთ.

შესაძლოა მოგზაურობის დროს დამხმარის გარეშე არ აღმოჩნდეთ, თუმცა ყველა შესაძლო შემთხვევის გათვალისწინება თქვენს ვოიაჟს ბევრად კომფორტულს გახდის. ასევე მნიშვნელოვანია ავიახაზების მიერ ბარგის დაშვებული ზომები, რომელიც ფრენისას აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ.

ჩემოდანი 4 ბორბლით ყველაზე მოსახერხებელი ნივთია. ორბორბლიანი ჩანთის შემთხვევაში შესაძლოა ბორბლებმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და გატყდეს კიდეც, ამიტომ უმჯობესია არჩევანი პრაქტიკულ ვარიანტზე გააკეთოთ.

სამგზავრო ჩანთას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცავი საკეტი და მოძრავი ხელსაკიდი. ხშირია ბარგის დაკარგვის ფაქტები, ამიტომ უსაკეტო ჩემოდნით მგზავრობას არ გირჩევთ. ასაწევი ხელსაკიდი კი თქვენს სიმაღლეზე შეგიძლიათ დაარეგულიროთ და ფეხით გადაადგილებისას დისკომფორტი აღარ შეგექმნებათ. 

ჩემოდნის შერჩევისას აირჩიეთ მოსახერხებელი მასალა: ნაჭრის ჩემოდანში მოთავსებული მსხვრევადი ნივთების დაზიანების რისკი მაღალია, პლასტმასის ჩემოდნის შეძენისას კი არსებობს ზედაპირის დაზიანების/გატეხვის საფრთხე. მიუხედავად ამისა, პლასტმასი მასში მოთავსებულ ნივთებს ყველაზე მეტად უნარჩუნებს ფორმას და ამ ტიპის ჩემოდანს მეტად თანამედროვე დამცავი სისტემა გააჩნია. 
სამგზავრო ჩანთა ნებისმიერ მოგზაურობაში დაგჭირდებათ. თუ აგარაკზე წასვლას გეგმავთ ლილოშოპზე დაუვიწყარი ზაფხულისთვის აუცილებელ მოწყობილობებს იპოვით. მათ შორის კარკასული აუზები და საბავშვო აუზები თქვენი დასვენების დღეებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. 

ხარისხიანი ნივთების შესაძენად ლოდინი არ ღირს. მოგზაურობის დაგეგმვა გაცილებით მარტივია მაშინ, როცა აუცილებელი აღჭურვილობა უკვე მზად გაქვთ, ამიტომ სამგზავრო ჩანთის შეძენა დღესვე ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics