|
2023-05-23 23:19:24, 734 ნახვა
პოლიტიკა
ანწუხელიძის ცოლი - რუსის ხსენება ჩემთვის გიორგის წამებასთან ასოცირდება
ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და შემდეგ წამებით მოკლეს, - ამის შესახებ რუსების მიერ წამებით მოკლული, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა. როგორც მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსებმა სასტიკი ომი აწარმოეს მას რუსების მიმართ დიდი აგრესია აქვს. "ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული რუსის შემოსვლა.რუსეთი ჩემთვის მტერია და ეს ასე იქნება ყოველთვის. ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და შემდეგ წამებით მოკლეს. აგრესია მაქვს ყოველთვის რუსების მიმართ და არ მინდა, რომ აქ ამდენი რუსი იყოს. არ მქონდა ასეთი ძალიან დიდი აგრესია, უბრალოდ შემდეგ, როდესაც უკრაინასთან დაიწყეს ომი და ვნახე ის საშინელი კადრები, როგორ ექცეოდნენ პატარა ბავშვებს და ქალებს, ამის მერე უფრო მეტად გამიჩნდა აგრესია, მანამდე ასე ძალიან არ მქონდა, იმიტომ, რომ გიორგის კადრები მე დღემდე არ მაქვს ნანახი და ასე ვერ აღვიქვამდი, მაგრამ როცა ვნახე ის კადრები, რაც იქ, უკრაინაში გააკეთეს, ამის მერე დიდი აგრესია გამიჩნდა", - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)