|
2023-05-23 12:37:14, 777 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - 27 მაისს, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ვუერთდებით
ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟს უკავშირდება, აღნიშნული საბოტაჟი კი, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას არ შეწყალებით გააგრძელა. "ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება",- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" აქცია 16 მაისს დააანონსა. მოძრაობის წევრები 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)