|
2023-05-22 21:43:13, 711 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს დაუსახელა 12 პრიორიტეტი, რომელთა შესრულებაშიც საქართველოს მხრიდან წინსვლა იგრძნობა, მაგრამ მათ სურთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. „ჩვენ საქართველოს დავუსახელეთ 12 პრიორიტეტი და გვსურს, დავინახოთ მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ამჟამად, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. ქვეყანამ ზოგიერთი რეკომენდაცია შეასრულა, ზოგის შემთხვევაში, გვსურს, ვიხილოთ მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)