04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:13:10, 646 ნახვა

საზოგადოება
23 და 24 მაისს, ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს, ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.

მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ და მერაბ კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.

პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ გზას ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. მთაწმინდიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება  ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით. 

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, მობრუნდება ზეთისხილის ხესთან და გზას განაგრძობს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

23 და 24 მაისს ავტომობილების მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცალმხრივად შეიზღუდება. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ზეთისხილის ხიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics