05:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 15:16:31, 827 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე: ქართულმა კომერციულმა ავიაციამ ძალიან დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება.  ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა  რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.

ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში  ქართველ ვეტერან ავიატორებთან და ბესარიონ ქებურიას შთამომავალთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ დაათვალიერა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ვმასპინძლობთ 2 დღიან ღონისძიებას, რომელიც ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილისადმი. რაც ნიშნავს, რომ ერთი საუკუნე უკვე ამ ინდუსტრიამ საქართველოში შეასრულა. ძალიან დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ეს წლები სავსე იყო ბევრი გამოწვევით, ბევრი გამარჯვებითა და მიღწევით. ქართველმა მფრინავებმა არამხოლოდ ქართული ავიაციის, არამედ მსოფლიო ავიაციის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ამის გაზიარებას ვცდილობთ დღეს ჩვენ ახალი და მომავალი თაობისათვის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გამოჩენილი მფრინავია, ავიატორია, ფუძემდებელია მსოფლიო ავიაციის. მათ შორის, ალექსანდრე ქართველი, ბესარიონ ქებურია, რომლებსაც რეგიონში და მსოფლიოში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ავიაციის განვითარებაში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია საინფორმაციო სტენდი ქართული ავიაციის მთავარი  პერსონებით, ფოტო-სტენდი, სადაც გაცოცხლებულია ქართველი და იტალიელი მფრინავები „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, წარმოდგენილია პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავის“ კონსტრუქცია და მისი სხვა ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები თავად ამზადებენ თვითმფრინავებს. ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში დღეს, 18:00-ის შემდეგ დასრულდება. დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, საჩუქრები ელოდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics