21:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-20 13:49:37, 884 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან სანქცირებულ რუსებს იცავენ

ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძემ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეუერთდეს დღევანდელ აქციას, რომელიც რუსთაველზე 18:00 საათზე გაიმართება.

"ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურები შსს, სუს, და ა.შ. - ვისაც პირდაპირ ევალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია ამ დროს. გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!", - წერს პარლამენტის დეპუტატი.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.

დღეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაანონსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics