|
2023-05-19 23:27:51, 893 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი უმრავლესობას - ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი
“ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს” - - ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, “ვის სჭირდება ეს ფრენები დღეს? ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს და თქვენ მიესალმებით. ჰააგის ტრიბუნალმა რომ გაასამართლა და სამხედრო დამნაშავე უწოდა, თქვენ ასეთ ადამიანს მიესალმებით. ნიუსი გავიდა 2 დღის წინ, რომ სომხეთში ერთი ტონა კოკაინი მოხვდა საქართველოს გავლით, ბატონო მინისტრო, მინისტრო კი არა, ბიძინას წარმომადგენელო, ბიძინას ეზოში რომ ვინმე შესულიყო გამოგეპარებოდათ? ან თანამდებობაზე დაგტოვებდათ? ეს ქვეყანა შავის ფულის ხვრელად რომ აქციეთ. კი, ეს ფრენები ჭირდება პუტინს, რომ სწრაფად ჩაიტანოს შავი ფული და სწრაფად ჩამოიტანოს სანქცირებული ოქრო. თქვენ ამის ეჭვი არ გაქვთ და გჯერათ, რომ ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვით აკეთებს? ეს ფრენები მოქალაქეების კი არა რუსული ინტერესების გამოა, პუტინის ინტერესების გამოა და ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ პუტინისტურ საქმეს რაც შეეხება თავგამოდებით დაიცავთ, როგორც კი რუსულ საქმეზე ლაპარაკობთ, მაგრამ ევროპულ დასავლურ ღირებულებებზე შეგიძლიათ ლანძღვა-გინება გამართოთ და თქვათ, რომ ესენი მტრები არიან, რუსეთთან ამას როგორ იტყვით, ომი ხომ არ გინდათ. “ -განაცხადა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა აგენტების შესახებ კანონზე და მის გავლენებზე ისაუბრა. „როცა აქციაზე საუბრობთ, რომ ძალას არ გადაგვიმეტებიაო, ჯერ ერთი როცა კანონი მიიღეთ და თუ ეს კანონი მართალი იყო, რას დაღეჭეთ მეორე დღეს, თუ არაფერი არ დაგიშავებიათ, ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთეთ, რატომ დაღეჭეთ მაშინ რამდენიმე საათში? თურმე ეს ადამიანები ყოფილან დამნაშავეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, ევროპულ ინტერესს იცავდა, თურმე როგორ გაბედეს და პოლიციელებისკენ ხელს ნუ იშვერთ, განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტი იყო, დეპარტამენტი კი არ იყო, ხარებას ზონდერ ჯგუფები მოიყვანეთ, დილით ავტომობილით დემონსტრაციულად ყველამ იხილა ტელევიზიით, ხარება მოვიდა, ჩამოიარა და სხვათა შორის გზავნილი იყო, რომ მის გარეშე აქციას ვერ არბევთ, ბატონო ვახტანგ. რატომ არ ინტერესდებით ხარებას მილიონებით? მისი დაცვის კომპანია რომ მდიდრდება, მილიონიანი კომპანია რომ აქვს, რატომ არ ინტერესდებით? ან ბაჩალიაშვილის საქმეზე რა ხდება? რამდენი რამე არის, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოთ, მარტო ბიძინას თუ აწყენინებთ მაშინ წახვალთ? ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელმა რომ თქვა, კონკრეტული ზეწოლა იყო, კონკრეტული ჩარევა იყო. ეს საქმე როგორ შეიძლება იყოს გამოძიებული ობიექტურად? რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ, რომელიც მექსიკის გავლით წავიდა ამერიკაში და იქიდან საუბრობს, პოლიციაში არსებულ უბედურებაზე. რამდენი სიუჟეტი უნდა მომზადდეს, რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ რომ თქვენ არხეინად წამოწოლილი არ იყოთ მაგ თანამდებობაზე, როდის შეიძლება რომ დადგეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)