09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 19:08:12, 436 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური - პოლიციამ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 პირი დააკავა, რომელებსაც თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები

პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„სწორედ ამიტომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.

მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისა და პარლამენტისთვის ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics