05:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 16:39:37, 855 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის ექიმებსა და ევექსის ჰოსპიტლები -შუახევის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს, სამინისტროს პროგრამული სიახლეები, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

,,სამინისტრო პერმანენტულად მართავს შეხვედრებს სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან სწორედ მოსახლეობის, სამედიცინო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. დღეს შეხვედრა გავმართე შუახევის მუნიციპალიტეტში და ადგილზე გავეცანი ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებს, მათ ხედვებსა და საჭიროებებს“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წელსვე დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებს დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი. დაგეგმილია გადაუდებელი ქირურგიული მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებაც.

შეხვედრის შემდგომ, მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ევექსის ჰოსპიტლები -შუახევის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე უფასო სამედიცინო აქციას გაეცნო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics