12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:58:32, 561 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება

სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება, ამასთან ერთად დაკანონდა სოცდახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა, აგრეთვე საბავშვო ბაღებში უფასო კვების პროგრამა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები.

"სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად საყურადღებოა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშთა პრობლემაც. ასე რომ არ იყოს, არც ნახევარი მილიარდამდე ლარი გამოიყოფოდა ბიუჯეტიდან თითოეულ ასეთი ბავშვისათვის 200 ლარის ყოველთვიური დახმარებისათვის, გარდა იმ სოციალური დახმარებისა რასაც მისი ოჯახი იღებს და სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა.ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება. დაკანონდა აგრეთვე სოცდახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა. სხვა არაერთი პროგრამაა, საბავშვო ბაღებში უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე ნაცმოძრაობის რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც სჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ", - წერს ვოლსკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics