12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 13:55:58, 749 ნახვა

პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია - რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად

რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად,- ამის შესახებ პრორუსმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ვვალერი კვარაცხელიამ რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისის ჩამოფრენის შემდეგ განაცხადა.

კვარაცხელიას  თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ქვეყანას ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე და ყველა პრობლემის მოგვარებამდე მიიყვანს.

„ურთიერთობები მიგვიყვანს ერთის მხრივ, ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, მეორეს მხრივ, ტერიტორიულ გამთლიანებამდე და მესამე მხრივ, ყველა იმ პრობლემის მოგვარებამდე, რაც აქამდე იყო. ეს იყო პირველი ეტაპი, რაც ეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას - დაგვირგვინდა წარმატებით, ახლა ვნახავთ სხვა ნაბიჯები რა უნდა გადავდგათ ...

„ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაში არ არის, ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის. 23 წლის განმავლობაში ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა რუსეთ-საქართველოს შორის .. 

ვინც რუსეთი ოკუპანტად გადააქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია... მადლიერი ვარ - როცა ვიღაცას რაღაცას სთხოვ და შეგისურლებს, იმისი მადლიერი უნდა იყო“,- განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს.

მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics