12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 13:04:20, 786 ნახვა

პოლიტიკა
პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება

„დროას“ ორგანიზებით, პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება. თავდაპირველად მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა სწორედ დედაქალაქის ცენტრიდან დაიწყეს.

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსულ ავიარეისს საქართველო პროტესტით ხვდება.

„აზიმუტში" ამბობენ - პატარა ტრიუკი გავაკეთეთ და ადრე გამოვფრინდითო. როგორც ჩანს, ამ აქციას მნიშველობა აქვს და მოუწევთ ანგარიშის გაწევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივალთ, გავაპროტესტებთ და ყველა დაინახავს, რომ რუსულ თვითმფრინავს საქართველოში ყველა ხვდება პროტესტით",- ამბობს ხოშტარია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. ავიაკომპანია იტყობინება, რომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი ყოველდღიურად 19 მაისიდან შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს კიდევ ერთი ნებართვა გასცა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს.  ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

ამასთან, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics