14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 20:50:41, 644 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე- უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე ისაუბრა.

სამხარაძის შეფასებით, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფრენების მოხსნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომ დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ თუ რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ის იმყოფება.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ.

„ევროკავშირს არ ჰყავს ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. სხვათა შორის, ამაზეც შეიძლება კითხვის ნიშნები დაისვას. მაშინ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. ეს თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, რომ გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ინტერესები, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვიმუშავია იმაზე, რომ ეს სანქცია რუსეთის მხრიდან მოხსნილიყო ფრენების შესახებ და არც იმაზე გვიმუშავია, რომ უვიზო რეჟიმი შემოეღოთ რუსებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის დრო, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ ეს გადაწყვეტილება რაღაცისთვის სჭირდებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა, ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანოთ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა ხვდებოდნენ იმას, თუ რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან ერთის მხრივ რუსეთის მხრიდან და მეორე, როგორ შეიძლება საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ ოკუპაციას, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოს და ასევე, ვგულისხმობ იმას, რომ ქართული პროდუქცია, თუნდაც ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმი ვერ შედის თავისუფლად ევროკავშირის ბაზარზე. როდესაც ჩვენ გვექნება ეს ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა ევროკავშირისგან მაშინ, რა თქმა უნდა შეგვეძლება რომ უფრო თამამად ვიმოქმედოთ სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics