|
2023-05-18 18:46:31, 750 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის პასუხი აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ მათი პოზიციის შეცვლა უკრაინის ომმა განაპირობა, აქედან გამომდინარე “2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა”. „შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება, ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა, 2008 წელს იყო, რომლის შემდეგადაც, ეს ხალხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამთ, რომ დიახ. სანქციები უნდა დაწესდესო. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ მაშინ, როდესაც იმ ხალხიდან ბევრი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, ბევრი გაგრძელება იყო და ბევრი მათ პათოსს დღეს იზიარებს. მათ ნარატივზე სხედან. თურმე, 2019 წლის შემდეგ, როცა ჩვენ და პარტნიორები ერთად სანქციების მოხსნას ვითხოვდით, იმით შეცვლილა, რომ ომი ყოფილა. თურმე, 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნდათ. ანუ, უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი – არა. გუშინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქალბატონი ბრძანებდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ უპირველესად, პროქართული უნდა იყო და ამის შემდეგ პროდასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)