06:28 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:46:44, 796 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული  საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით და პროექტებით ახორციელებს.  

2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“  ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 15 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა პარლამენტში, ბავშვების უფლებების დაცვისა   და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics