13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:59:40, 706 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა აზარაშვილს - აცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს? [ვიდეო]

აცნობიერებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს,- ამ შეკითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც პარალამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მთავრობის მიმართ ოპოზიციის შეთავაზება უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

"2 აპრილს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა ვიზიტი განახორციელა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით და დაადგინა, რომ წინა ვიტთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია...

მე თქვენთან მაქვს კითხვა - აცნობიერებთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს? აცნობიერებთ თუ  არა ამაზე პირად პასუხისმგებლობას და რას გვთავაზობთ ამისთვის და რას სთავაზობთ საზოგადოებას ამისთვის, რომელსაც დარწმუნებული ვარ სურს, გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და რას გვთავაზობთ, რომ ის გადარჩეს?

ჩვენ გთავაზობთ მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გონივრული გამოსავალი შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში",- მიმართა ბოკუჩავამ აზარაშვილს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics