14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:01:42, 569 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და ევრორეკომენდაციების საბოტაჟს

თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, რადგან ყველამ იცის, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ ოპოზიცია კოლეგებს აბულინგებდა, რაც მისი შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა.

„ორი ფაქტია ხელისგულზე - ერთი, გუშინ შევხედეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას, როგორ აბულინგებდით თქვენს კოლეგებს და მეორე - თქვენივე ტელევიზიები ყვებოდნენ, რისი ხმა გამოდიოდა თქვენი ფრაქციის ოთახიდან, თქვენი ტელევიზიები ყვებოდნენ გინებაზე, ჩხუბზე, აყალ-მაყალზე და არა, არ ვაბულინგებთ ერთმანეთსო. ეს არის ფაქტი და მეორე ფაქტი, ბატონო დავით, თქვენ რომ ბრძანებთ, როცა ჩვენ კონსულტაციები გადავწყვიტეთ სხვა ფორმით, არა ამ ფორმით, როგორიც თქვენ დაიწუნეთ, მაშინ სახალხო დამცველთან დაკავშირებით ბოლოს სად მივედით იცით? ათობით ოფიციალური, არაოფიციალური  შეხვედრის შემდეგ, ორი გვარი დაგვიდეთ, ან ამას აირჩევთ, ან მხარს არ დაგიჭერთო. ხომ იყო ასე, არაფერი ტყუილი არ არის, ტყუილი თქვენსკენ მოიკითხეთ. 

ახლა რა ხდება, ორი გვარი დაგვიდეთ წინ, არაფერ კომისიას არ დაუდია, იქ ქულათა შეფასების სისტემაშიც კი იტყუებოდით. შესაბამისად, თქვენი მოლაპარაკებები ასეთია, რომ თქვენ დადებთ, თქვენს წარმომადგენლებს ან ჩავსვამთ სადღაც, რომელიღაც საბჭოში, ან დავსვამთ სახალხო დამცველად, ან თქვენ არ მოდიხართ არაფერზე. ულტიმატუმის ამ ენით საუბრობთ და ამიტომ იყო თვეების განმავლობაში ერთი გვარიც რომ არ დაგვისახელეთ და რეალურად არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაგიკეთებიათ საჯაროდ. მერე გითხარით, რომ ბოლო დღეა კენჭისყრებამდე და თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა მზაობა, რომ გვემსჯელა ამ კანდიდატებზე. თქვენ ამაზე უარი თქვით, არცერთმა თქვენგანმა ერთი პოლიტიკური სუბიექტის გარდა, გვარებიც კი არ დაასახელეთ და ახლა გვამუნათებთ და ჭკუას გვასწავლით.

ამიტომ, თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, თავი დაანებეთ ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics