|
2023-05-18 10:54:57, 1192 ნახვა
ეკონომიკა
Park Home საბურთალო – „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო
„ანაგი დეველოპმენტი“, რომელიც ბაზარზე წლებია წარმატებით ოპერირებს, ამჯერად თბილისის ცენტრში, საბურთალოზე საცხოვრებელ კომპლექსს Park Home საბურთალოს აშენებს. პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“. ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტური მუდმივად მხარს უჭერს დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აქტიურად აგრძელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი გამოირჩევა როგორც თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო სივრცით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო და მოსასვენებელი ადგილებით ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით. „ჩვენი ახალი პროექტი გამოირჩევა ქალაქის ლამაზი ხედებით, 6 000 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს სპორტულ მოედანს, 2 აუზს, ფიტნეს დარბაზს, და, რაც მთავარია, კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს. მომხმარებლებს ჩვენს კომპლექსში დასვენების, ან სულაც პირიქით - დღის აქტიურად გატარების შესაძლებლობა ექნებათ. Park Home საბურთალო - ეს არის თბილისის ცენტრში მშვიდი, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. Park Home საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელსაყრელი ადგილმდებარეობაა. ის მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრში, ნუცუბიძის ქუჩიდან კი 90 მეტრში მდებარეობს. მნიშვნელოვანია რომ პროექტში ასევე განთავსდება 2 000 კვ.მ.-მდე კომერციული და 4 000 კვ.მ.-მდე საოფისე ფართი“. - განმარტავს „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, ქეთი ადეიშვილი. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ, ბიზნეს ეხმარება მეტი, კარგი პროექტის განხორციელებაში, რითიც აღნიშნულ სექტორს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. მეორე მხრივ კი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვს. „ანაგი დეველოპმენტი“ წლებია ზრუნავს მომხმარებლების კომფორტსა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. აღნიშნული პროექტიც ამის დასტურია, რადგან მოქცეულია გამწვანებულ გარემოში და მთელი კომპლექსი ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია“, - განმარტავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე. ცნობისთვის, Park Home საბურთალოს მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)