16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 20:06:59, 1003 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია 5 ოპოზიციონერზე - ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, მომხდარი ფაქტი მომხდარი ფაქტი “ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა”.

მისივე თქმით, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი.

“რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. (ვინც არ იცის, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღება არ არის, გაერკვეს).

ზუსტად ასევეა პოლიტიკური კორუფცია ე.წ. "ოცნებასთან დალაგების" თუ "ცალკეული საკითხების მოგვარების" პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხები და რაც არ უნდა იყოს სანაცვლოდ დათმობები. 

"დამლაგებლების" და "მომგვარებლების" საშუალო ამოცანა არასდროსაა დემოკრატია, დასავლეთი და ხალხის ინტერესი. ისინი ხელს უწყობენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უბრალოდ, იბრძვიან ამ სტატუს-კვოში საკუთარი ადგილის, გავლენისა და უსაფრთხოების მოპოვებისა და დამკვიდრებისთვის. 

"დამლაგებლების" და "მომგვარებლების" მეშვეობით დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება, დემოკრატიული აქტორები არ მოქმედებენ. მათი მეშვეობით ინტერესთა ჯგუფები ოპერირებენ და არა პარტიები. და იმაზე მარტივი ივანიშვილისთვის არაფერია, ვიდრე ინტერესთა ჯგუფებთან დალაგება და პრობლემის განეიტრალებაა. თვითონაც მოიგებს, ინტერესთა ჯგუფიც, ჩვენ პროდასავლელი ქართველები დავრჩებით ხახამშრალი.

ნიკა #212”, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics