16:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 19:21:08, 1128 ნახვა

პოლიტიკა
ბაჩუკი ქარდავა - ზოგიერთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე არ ყოფილა

ვფიქრობდი, მიმეცა ყველასთვის ხმა  თუ არა, მიმეცა ზოგიერთი კანდიდატისთვის ამ სიიდან ხმა თუ არა, მაგრამ ის რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინტერესებში რაც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია, - ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მან მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ზოგიერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს "ქართული ოცნების" ინტერესებიდან გამომდინარე არ ყოფილა, როგორც თავად აღნიშნავს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო იქედან გამომდინარე, რომ ცალსახა და პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს არ სმენია.

"ჟურნალისტების გამოძიებული საკითხი არ არის. ეს უფრო ვიღაცის ნაჭორავებს ჰგავს. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ ყოფილა. მე საერთოდ პერსონებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება და გადაწყვეტილება არ მქონია. ვფიქრობდი, მიმეცა ყველასთვის ხმა  თუ არა, მიმეცა ზოგიერთი კანდიდატისთვის ამ სიიდან ხმა თუ არა, მაგრამ ის რაც შეეხება "ქართული ოცნების" ინტერესებში რაც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია. ზოგიერთ კანდიდატს დღეს მხარი დავუჭირე. კენჭისყარში მონაწილეობა მე მივიღე, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახა და მკაფიო, პრინციპული პოზიცია რომ კენჭისყრაში არ ვიღებ მონაწილეობას, მე არ მსმენია", განაცხადა ქარდავამ "ფორმულასთან".

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics