06:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 16:48:46, 904 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - მიღებულია ნორმები, რომლებიც ქორწინების გარეშე თანაცხოვრებასა და სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას ახალისებს

"ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე,- ამის შესახებ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ.

"სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და აი, ამ ყველაფრის მომხრენი დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე და მაშინ, იბადება კითხვა, რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე ითვლება დედის მუცელში ასეთი ბავშვისთვის მოკვდინება კანონიერ საქმედ",- განაცხადა მეუფე შიომ.

ცნობისთვის, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთა დაკავშირებით საპატრიარქომ მსვლელობა-ლიტანიობა გამართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics