|
2023-05-17 12:31:30, 562 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთთან ორმხრივ ფრენებზე თანხმობა გააუქმოს
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ და მეორე მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა ესაა, ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ერთის მხრივ, ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადი საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში, მუშაობა და პროცესის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. ამასთან, ოპოზიცონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპული სტატუსის საბოტაჟირებაა. "ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ევროპული სტატუსის საბოტაჟირება. ყველა გამოკითხვა აჩვენებს და "ქართულმა ოცნებამაც" კარგად იცის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა უკავშირდება ჩვენს ევროპულ მომავალს, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკავშირდება ევროპულ მომავალს, ასეთ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება და პირდაპირი ფრენები არის საბოტაჟირება ევროპული მომავლის. პუტინის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მიზანი არის რუსული გავლენების გაძლიერება ქვეყანაში და როცა ასეთ პოლიტიკას მიესალმება ხელისუფლება, ის ქმნის დასტურს, რომ იყოს რუსული ხელისუფლების გაგრძელება ამ ქვეყანაში და მთელი მისი რიტორიკა იყოს კრემლისტური",- განაცხადა სამნიძემ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)